კეკელიძე მიხეილ ალექსის ძე [26. VII (8. VIII). 1911, სოფ. ზემო სურები, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 12. III. 1973, თბილისი], მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის ქიმ.-ტექნოლ. ფაკ-ტი (1937). მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში (1937– 38), პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1938–41), საქართვ. მეცნ. აკად. ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტში (1945–51), საქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის ინ-ტში ხელმძღვანელობდა პირომეტალურგიის ლაბორატორიას (1951–73), 1957–69 ამავე ინტში იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში.
კ-ის შრომები ეხება საქართველოში მანგანუმისა და რკინის მადნების შესწავლას და წარმოებაში მათი გამოყენების საკითხებს, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: წარმოების მართვის თანამედროვე პრობლემები, თბ., 1974. აგრეთვე ფეროშენადნობთა წარმოების პროგრესული ტექნოლ. სქემების დამუშავებას.