კეკელიძე ივანე გრიგოლის ძე [18(31). X. 1903, სოფ. ტობანიერი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 2. XI. 1973, თბილისი], მეტალურგი. 1931 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი. მანგანუმიანი შენადნობების გამოდნობის ახ. ტექნოლ. დამუშავებისა და დანერგვისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა სტალინური პრემია (1951). მიღებული აქვს მრავალი სახელმწ. ჯილდო, მ. შ. 2 ლენინის ორდენი.