კეკელიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე

კეკელიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე [დ. 21. X. 1947, რიგა (ლატვია)], ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970). 1970–90 მუ­შა­ობ­და თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში სხვა­დასხვა თანამდებობაზე. 1990–2007 იყო ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (ბგგი, დუბნა, რუსეთი) ნაწილაკთა ფიზიკის ლაბორატორიის სექტორის ხელმძღვანელი, შემდეგ – დირექტორი, 2007–08 – მაღალი ენერგიების ლაბორატორიის დირექტორი; 2009-იდან მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორია. მონაწი­ლეობდა და ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და მრავალ საერ­თაშ. ექსპერიმენტს. კვლევის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ­ენერგი­ების ფიზიკა და ელემენტარული ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკა. შესრულებული აქვს უნიკალური სი­ზუსტის გაზომვები, რ-ებმაც და­ადასტურა ს ტ ა ნ დ ა რ ­ტ უ ლ ი  მ ო ­დ ე ლ ი ს სა­მართლიანობა. ხელმ­ძღვანელობს ბგგი-ის ­საერთაშ. პრო­ექტს NICA, რ-ის მიზანია ­ცხე­ლი და ზემკვრივი ჰადრონული მა­ტერიის თვისებების შესწავლა მისი ფაზური გადასვლების არეში. მიღებული აქვს სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია (1986) მეცნიერებასა და ტექნიკაში, ბგგიის 10 სამეცნ. პრემია და სამთავრობო ჯილდოები.

თხზ.: Observation and study of a narrow state in a Σ−(1,385)K+ system (თანაავტ.), «Zeitschrift für Physik», C Particles and Fields, 25(3), 1984; NICA at JINR: New prospects for exploration of quark-gluon matter (Tanaavt.), «Physics of Atomic Nuclei», 75(5), 2012; Three stages of the NICA accelerator complex, «The European Physical Journal», A, 52 (211), 2016 (თანაავტ.).