კეკელია ჯანსუღ იოსების ძე

კეკელია ჯანსუღ იოსების ძე (14. II. 1935, თბილისი, – 25. IX. 2013, იქვე), გეოგრაფ-კარტოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996). სა­ქართვ. კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი (1999). 1961 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი. 1962- იდან მუ­შა­ობ­და თსუ-ის გეომორფოლოგიის კათედრაზე ტექნიკოსკარტოგრაფად, 1972-იდან – დოცენტად, 1996-იდან – პროფესორად.

1989-იდან ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და თსუ-ის გეოსისტემათა კარტოგრაფიული მოდელირების სამეცნ.- კვლევით ცენტრს, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა და გამოსაცემად მომზადდა „სა­ქარ­თვე­ლოს სამედიცი­ნოგეოგრაფიული ატლასი", „ონკოლოგიურ სნეულებათა ნოზოლოგიური ატლასი" და "სა­ქარ­თვე­ლოს სოციალური ატლასი".

1996-იდან მუ­შა­ობ­და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური კვლევის მეთოდების განყბის გამგედ. კ-მ საფუძვლიანად გამოიკვლია კარტოსემიოტიკური და პალეოკარტოგრაფიული კვლევის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნ. ნაშრომი, რ-ებიც ეძღვნება კარტოგრაფიულ ნიშანთა ზოგადი თეორიის (კარტოსემიოტიკის), „რუკის ენის" ტერ­მინოლოგიური სისტემის კვლე­ვას. 1992 ორგანიზებულ საერთაშ. სამეცნ. სემინარის კრებუ­ლებში „კარტოსემიოტიკა" ფართოდ იყო გაშუქებული კ-ს მიერ დამუშავებული კარტოსემიოტიკისადმი მიძღვნილი საკითხები.

კ. წლების განმავლობაში კითხუ­ლობდა ლექციებს თსუ-ში (გეოდეზიაში, მათ. კარტოგრაფიასა და კარტომეტრიაში). იყო საერთაშ. კარტოგრაფიული ასოციაციის წევრი კარტოსემიოტიკის კომისიაში. მონაწილეობდა სა­ქართვ. ტერიტორიის სა­ხელმწ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოებში.

თხზ.: კარტომეტრია (სახელმძღვანელო), თბ., 1982; კარტოსემიოტიკა, კარტოგრაფიულ ნიშანთა თეორიის ზოგადი საკითხები, თბ., 1998.

ც. ვაშაკიძე