კეთილაძე სერგო პოლიკარპეს ძე (17. V. 1910, ზესტაფონი, – 1. IV. 1942, ლიუბანი, ლენინგრადის ოლქი), საბჭოთა კავშირის გმირი (10. II. 1943, სიკვდილის შემდეგ), მაიორი. 1941 დაამთავრა მ. ვ. ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემია. მონაწილეობდა ხასანის ტბასთან იაპონელთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1938). II მსოფლიო ომის (1939–45) დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში. ლენინგრადის მისადგომებთან (ლიუბანთან) ბრძოლის დროს (1942 წ. 18 მარტი – 1 აპრილი) მეთაურობდა 32-ე ცალკე მსროლელ ბრიგადას, რ-მაც ჩაშალა მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა, დაეკავებინა ამ შენაერთის პოზიციები. კ. ბრძოლის დროს დაიღუპა. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია ქ. ვოლხოვის (ლენინგრადის ოლქი) ძმათა სასაფლაოზე.
ლიტ.: Герои Советского Союза, т. 1, М., 1987.
ტ. ჩინჩილაკაშვილი