კახნიაშვილი ნათელა სიმონის ასული (25. V. 1926, თბილისი, – 17. III. 1989, იქვე), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1984). დაამთავრა თსუ (1949). წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. და სამეცნ. საქმიანობას თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე. კ-ის ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება დრეკადობის თეორიისა და თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. არის უმაღლეს ალგებრასა და ანალიზურ გეომეტრიაში ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოების (სტუდენტებისთვის) ავტორი.
თხზ.: ანალიზური გეომეტრია, თბ., 1982; უმაღლესი ალგებრა, თბ., 1982; К доказательству теорем существования для основных динамических задач термоупругости, «Сообщения АН ГССР», 1972, т. 66, №3.
თ. ებანოიძე