კახნიაშვილი თინათინ ავთანდილის ასული

კახნიაშვილი თინათინ ავთანდილის ასული (დ. 29. X. 1962, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორი (1999, მოსკოვი; 2002, თბილისი), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). 1988-იდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერმკვლევრად, 1999 – პ. ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტის (ФИАН, მოსკოვი) ასტრო-კოსმოსურ ცენტრში მიწვეულ მკვლევრად. 2008-იდან ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის პროფესორია. 2000–03 მუშაობდა მიწვეულ პროფესორად რატგერსის (აშშ) და ჟენევის (შვეიცარია) უნ-ტებში, 2005–06 – პროფესორ-მკლევრად კანზასის (აშშ) სა­ხელმწ. უნ-ტში. 2006-იდან არის ლაურენტიან უნ-ტის (კანადა) საპატიო პროფესორი, 2009-იდან – კარნეგი მელო­ნის უნ-ტის (აშშ) პროფესორმკვლე­ვარი.

კ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკას. დაადგინა პირველადი მაგნიტური ველების ევოლუციის ­კანონზომიერებები სამ­ყაროს გაფართოებისას, გამო­ითვალა კოსმოლოგიური ფაზური გადასვლებისას გენერირებული გრავიტაციული ტალღების მახასიათებლები. არის ათე­ულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ფონდის გრანტი (მ. შ. NASA-ს სამწლიანი გრანტი, 2010, National Science Foundation-ის გრანტი, 2016 და სხვ.).

თხზ.: MMicrowave background signatures of a primordial stochastic magnetic field (თანაავტ.: A. Mack, A. Kosowsky), «Physical Review», D, vol. 65, id.123004, 2002; Gravitational Radiation from Primordial Helical Magnetohydrodynamic Turbulence (თანაავტ.: G. Gogoberidze, B. Ratra), «Physical Review Letters», vol. 100, id.231301, 2008; Testing Lorentz invariance violation with Wilkinson Microwave Anisotropy Probe five year data (თანაავტ.: R. Durrer, Yu. Maravin), «Physical Review», D, vol. 78, id.123009, 2008; Evolution of primordial magnetic fields from phase transitions (თანაავტ.: A. Tevzadze, A. Brandenburg, A. Neronov), «Physical Review», D, vol. 87, id. 083007, 2013; Classes of hydrodynamic and magnetohydrodynamic turbulent decay (თანაავტ.: A. Brandenburg), «Physical Review Letters», vol. 118, id. 055102, 2017.