კახნიაშვილი ავთანდილ (პაატა) სიმონის ძე

კახნიაშვილი ავთანდილ (პაატა) სიმონის ძე (5. VIII. 1928, თბილისი, – 10. III. 1983, იქვე), ინჟი­ნერ-გამომგონებელი, სა­ქართვ. დამს. გამომგონებელი (1975). 1950 და­ამთავრა სპი ინჟინერ-მექანიკოსის ­სპეციალობით. 1950–59 მუ­შა­ობ­და „სოფლ­პროექტსა" და „სოფლსახპრო­ექტში", 1959-იდან გარ­დაცვალებამდე – „საქსახწყალპროექტში". მი­სი ხელმძღვანელობით შეიქმ­ნა მსო­ფლიოში პირველი კონტეინერული პნევმატიკური ტრანსპორტის ხაზი. ავტორია 35 გამოგონებისა, რ-თაგან 14 დაპატენტებულია იაპონიაში, აგრეთვე აშშ-სა და დას. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრან­გეთი).

კ. იყო სპი-ის საესტრადო ორკესტრის პირველი კონფერანსიე (ა. გელოვანთან ერთად).

ლიტ.: გ ე ლ ო ვ ა ნ ი  ბ., მოგონებები, თბ., 2013.