კახიანი ჯუმბერ გრიგორის ძე (1936, სოფ. მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 12. VIII. 2014, იქვე), სპორტსმენი (ალპინისტი). მონაწილეობდა მწვ. იალბუზზე ზამთრის პირველ ასვლაში (1957). სსრკ სპორტის ოსტატი (1962), ალპინიზმის I კატეგორიის ინსტრუქტორ-მეთოდისტი. შესრულებული აქვს უმაღლესი კატეგორიის სირთულის მრავალი ასვლა როგორც კავკასიონზე, ასევე პამირისა და ტიანშანის მთიანეთში. მიღებული აქვს ალპინიზმში სსრკ ჩემპიონატის 2 ოქროსა („უშბა", ჩრდ. მწვერვალი აღმ. კედლით, ე. წ. „უშბის სარკე", 1964; „აილამა"– „მისესთაუ" ცენტრ. კავკასიონის ურთულესი მონაკვეთის ტრავერსი) და 1 ვერცხლის („რაზელნაია"– „დერჟინსკის"–„ლენინის"– „XIX პარტყრილობის" პიკთა ტრავერსი, 1960) მედალი.
კ-ს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში როგორც მასობრივი, ასევე სპორტ. ალპინიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
შ. მირიანაშვილი