კახიანი საულ ნიკოლოზის ძე

კახიანი საულ ნიკოლოზის ძე (15. III. 1922, თბილისი, – 7. II. 1992, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982), სა­ქართვ. სა­ხელმწ. (1980) და ზაზა ფანასკერტელის (1992) სახ. პრემიების ლაურეატი.

1944 დაამთავრა თსსი. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სა­ხელმწ. ინ-ტის ტოპოგრა­ფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგ. კა­თე­დრის გამგე (1952-იდან). ამავე ინ-ტის ქირურგ. ფაკ-ტის დეკანი (1963–72) და პრორექტორი სამეცნ. დარგში (1972-იდან). არჩეული იყო თსსი-ის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგ. კა­თე­დრის გამგედ (1986–92). კ-მ შეისწავლა ზედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების ტოპოგრაფია, მუცლის ღრუს ტოპოგრ. ანატომია და სხვ.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 14 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს, 2 გამოგონებისა და 3 რაციონალური წინადადების ავტორი.

თხზ.: ადამიანის ანატომია, თბ., 1970; პლასტიკური ანატომია, თბ., 1975; ზედა კიდურების ნერვების კლინიკური ანატომია, თბ., 1977