კახიანი ნიკოლოზ საულის ძე

კახიანი ნიკოლოზ საულის ძე [11(23). VII. 1884, სოფ. როკითი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 15. II. 1928, თბილისი], ქირურგი და მორფოლოგი. ქარ­თული მეცნ. ქირურგ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მედ. მეცნ. დოქტორი (1917), პროფესორი (1917). 1910 დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი. 1910–14 მუ­შა­ობ­და ამავე ფაკ-ტის ანატ. კათედრაზე; ოთხჯერ იყო მივლინებული კაიროში ბალზამირების ეგვ. წესის შესასწავლად. 1917 აირჩიეს ეკატერინოსლავის (ახლანდ. დნეპროპეტროვსკი) უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ანატ. კათე­დრის გამგედ, 1919 თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ტოპოგრაფიული ანატ. და ოპერაციული ქირურგ. კა­თე­დრის გამგედ, ხოლო 1921–28 განაგებდა თსუ-ის სამკურნ. ფაკტის ქირურგ. პროპედევტიკის კათედ­რას.

კ-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დანერგა გასტროენტეროანასტომოზის, კუჭის რეზექციის, ჰიპოფიზის ამოკვეთის, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის რეზექციის, ტუბერკულოზით დაზიანებული თირკმლის სისხლძარღვების გადაკვანძვის, თავის ქალას ტრეპანა­ციის, გულის ჭრილობის გაკერვისა და სხვ. ოპერაციები.

თხზ.: ქირურგიული ანატომიის მოკლე სახელმძღვანელო, ნაწ. 1, ტფ., 1925; Повторительный курс нормальной анатомии человека, Екатеринослав, 1918; Радикальная операция по поводу рака молочной железы под местным обезболиванием, Тфл., 1927.

ლიტ.: კ ა ხ ი ა ნ ი  ვ., გამოჩენილი ქართველი ქირურგი ნიკოლოზ კახიანი, თბ., 1951; П и п и я  И. К., Жизнь и деятельность Николая Сауловича Кахиани, კრ.: Актуальные вопросы хирургии, Тб., 1969.