კახიანი იმედა ვლადიმერის ძე

ი. კახიანი

კახიანი იმედა ვლადიმერის ძე (დ. 12. V. 1937, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), კინომსახიობი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1979). 1959 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. ინ-ტში სწავლისას შეასრულა მთავარი როლები ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი" (გოგიტა; რეჟ. შ. მანაგაძე, 1957) და სატელევიზიო ნოველა­ში „დედის ხელი"ზაზა; რეჟ. მ. ჯალია­შვი­ლი, 1959). მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლებია: გელა („თეთრი ქარავანი"; რეჟ. თ. მელიავა, ე. შენგელაია, 1963), პიერი („პიერი – მილიციის თანამშრომელი", რეჟ. დ. რონდელი, 1965), პლატონ სამანი­შვი­ლი („სამანი­შვი­ლის დედინაცვალი", რეჟ. ე. შენგელაია, 1977), ერმილე („სიცოცხლე, ერმილეს!", რეჟ. ნ. სანი­შვი­ლი, 1977), გოგი წულაძე („დათა თუთაშხია", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), ანდრო („მიზანი", რეჟ. გ. ხოჯავა, 1979), ისიდორე ბუაძე („მოცურავე", რეჟ. ი. კვირიკაძე, 1981), ბაჩანა („მარადისობის კანონი", რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1982); მონაწილეობს ფილმებში: „განაჩენი"(რეჟ. ლ. ხოტივარი, 1959), „პაპა გიგია" (რეჟ. ზ. გუდავაძე, 1960), „უყაიმო თამაში" (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1966), „ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი"(რეჟ. დ. აბაშიძე, 1972), „მთვარის მოტაცება"(რეჟ. თ. მელიავა, 1973), „გაქცევა გათენებისას"(რეჟ. ს. დოლიძე, 1975), „გმადლობთ, რატილი"(რეჟ. გ. კალატოზი­შვი­ლი, 1983),„ელისა და რარუს თავგადასავალი"(რეჟ. გ. პეტრია­შვილი, 1986), „ზღვის მაშვრალნი" (რეჟ. ე. სეშა­ნი, გ. გაბესკირია, 1986), „შავი მერცხალი"(რეჟ. თ. დულარიძე, 1986), „დღიურის ჩანაწერები"(რეჟ. ლ. ერის­თა­ვი, 1986), „ფარანი ქარში"(რეჟ. ნ. ომიაძე, 1987), „ომი ყველასათვის ომია"(რეჟ. დ. აბაშიძე, 1990), „მხო­ლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად"(რეჟ. მ. წურწუმია, 1992), „წარსულის აჩრდი­ლები" (რეჟ. ლ. თუთბერიძე, 1996); „სავარძელი" (რეჟ. ე. შენგელაია, 2017) და სხვ. იღებდნენ საზღვარგარეთის ქვეყნების ფილმებში: „აფეთ­ქებული ჯოჯოხეთი" (არჩილ ტატიშვილი; რეჟ. ი. ლუკინსკი, 1967, „მოსფილმი"), „24-25 არ ბრუნდება"(მილიციის კაპიტანი; რეჟ. ა. ბრენჩი, რ. გორიაევი, 1969; ლატვია); „ლერმონტოვი"(ალექსანდრე ჭავ­ჭავაძე; რეჟ. ნ. ბურლიაევი, 1986, რუსეთი) და სხვ. მისი საშემსრუ­ლებლო მანერა გამოირჩევა დახვე­წილი აქტიორული ოსტატობით, ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, თბილი იუმორით.

მ. კერესელიძე