კახიძე გურამ პეტრეს ძე

კახიძე გურამ პეტრეს ძე (26. X. 1931, თბილისი, – 16. VIII. 2008, იქვე), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1993). 1955 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკატექნიკის ფაკ-ტი. 1951–60 მუ­შაობ­და სა­ქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში კოსმ. სხივების ლა­ბო­რატო­რია­ში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე, ხოლო 1960–62 – ამავე ლაბორ-ის გამგედ. მონაწილეობდა სამეცნ. აპარატურის, კერძოდ, მაგნ. სპექტრომეტრის შექმნაში იალბუზის კოსმოსური სხივების შემსწავლელი სადგურისთვის. 1963–74 მოსკოვის სა­ხელმწ. უნტის ბირთვული ფიზიკის (ბფ) სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (НИИЯФ МГУ) იკვლევდა მაღალი ენერგიების პირველად კოსმოსურ გა­მო­სხი­ვებას დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე (დხთ). შეიმუშავა, დაამზადა და გამოიკვლია სამეცნ. აპარატურა, რ-იც დაიდგა „პროტონ" სერიის დხთ-ებზე (1970–86), მ. შ. წილადმუხტიანი კვარკების და მაგნ. მონოპოლების არსებობის შესამოწმებლად. 1974–93 მუ­შა­ობ­და აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მთ. მეცნიერ თანამშრომლად და კოსმ. კვლ. ინ-ტის (მოსკოვი) ლაბორ-ის გამგედ, სადაც „კოსმოს" სერიის დხთ-ებზე (1971–78) იკვლევდნენ კოსმ. გამა-აფეთქებებისას წარმო­ქმნილ ახლადაღმო­ჩენილ გამო­სხი­ვე­ბას. 1979 „კოსმოს-1106" დხთ-ზე შესრულებული გაზომვებით დადგინდა დედამიწის მაგნიტოსფეროში პოზიტრონული სარტყლის არსებობა. 1986 კ-ის ხელმძღვანელობით შემუშავდა და დამზადდა სამეცნ. აპარატურის კომპლექსი ორბიტალური სადგურისათვის МИР. 1992–2008 კ. მუშა­ობ­და რუსეთის მეცნ. აკად. მართვის პრობლემების ინ-ტში მთ. მეცნიერ თანამშრომლად. პარალელურად 1995-იდან მონაწილეობდა საერთაშ. კოსმ. ორბიტალურ სადგურზე მიმდინარე კვლევებში.

კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება რენტგენისა და გამა-გამოსხივების კოსმ. წყაროების შესწავლას, შესაბამისი აპარატურის შემუშავებასა და დამზადებას.

თხზ.: Исследование рентгеновских источников неба в диапазоне 20–600 кэВ спектрометрами ИСЗ «Космос-1106», «Бюллетень Абастуманской астрофизической обсерватории», 1989, 68-69 (თანაავტ. Е. К. Харадзе); Georgian Space Research Programme. High-Energy Astrophysics American and Soviet Perspectives, Wash., 1991.

დ. ღარიბა­შვი­ლი