კაჭკაჭიშვილი ომარ ვლადიმერის ძე

კაჭკაჭიშვილი ომარ ვლადიმერის ძე (დ. 16. I. 1944, თბილისი), მხა­ტვა­რი. სა­ქარ­თვე­ლოს დამს. მხა­ტვა­რი (1986). დაამთავრა სა­ქართვ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1973). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1964-იდან. ნამუშევრები: „ქალაქური პეიზაჟი" (1975), გრაფიკული სერია „მესხეთი" (1975), „ზამთარი" (1977), „წინაპართა ძახილი" (1984), „კოშკი სიღნაღში" (1986), „თბილისის პანორამა" (1987), ციკლი „ვარიაციები ძველი თბილისის თემაზე" (1975–98) და სხვ.; გამოფენები: „ახალგაზრდა მხატვ­რები"(1976, 1982, მოსკოვი), საქარ­თვე­ლოს სახვ. ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა (1987, თბილისი), საქ. სსრ სახვ. ხელოვნება (1987, მოსკოვი) და სხვ. გარდა ამისა მონაწილეობდა გამოფენებში, რ-ებიც გაიმართა ბულგარეთში (1978), ავსტრიაში (1985), გფრ-ში (1988), ქუვეითში (1994) და სხვ. 2013 ჩატარდა კ-ის პერსონალური გამოფენა თბილისში („ქარვასლა"). მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნ. სა­ხელმწ. მუზეუმში, დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვ. ხელოვნ. გალერეასა და კერძო კოლექციებში.