კაჭარავა პეტრე მიხეილის ძე

კაჭარავა პეტრე მიხეილის ძე (6. V. 1908, ქუთაისი, – 2. VI. 1969, თბილისი), აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1930 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1948–59 ხელმ­ძღვა­ნელობ­და სოფ. სკრის მეხილეობის საცდელ სადგურს, 1959–69 იყო სა­ქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეხილეობის აგროტექ. განყ-ბის გამგე. 1934-იდან ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტში. შეისწავლა ხეხილოვან მცენარეთა გენერაციული განვითარების საკითხები, ხეხილის ბაღების ნიადაგის დამუშავების სხვა­და­სხვა სისტემა აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

გ. ქველაძე