კაჭარავა იური მიხეილის ძე (22. III. 1913, სოფ. ბანძა, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 22. II. 1994, თბილისი), ისტორიკოსი. საქართველოს მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1988; წ.- კორ. – 1983). ისტ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). დაამთავრა თსუ-ის საზ.-ეკონ. ფაკ-ტი ფილოს. სპეციალობით (1937). 1938-იდან თბილ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ლექციების კურსს მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლების, სკკპ ისტორიის, სსრკ ისტორიისა და ქართ. ისტორიოგრაფიის შესახებ. 1946–54 თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე, 1954– 58 – მარქსიზმ-ლენინიზმის ინტის საქართვ. ფილიალის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1958- იდან – საქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის საბჭ. საქართვ. ისტორიის განყ-ბის ხელმძღვანელი.
კ. მუშაობდა XIX–XX სს. საქართვ. ისტ., საზ.-პოლიტ. მოძრაობისა და საზ. აზრის ისტ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, საქართვ. კომპარტიისა და რევ. მოძრაობის ისტ., ეროვნ. საკითხის თეორ. და ისტ., საბჭ. პერიოდის საქართველოს ისტორიისა და ქართ. ისტორიოგრაფიის საკითხებზე.
თხზ.: საბჭოთა საქართველო სახალხო მეურნეობის აღდგენის პერიოდში (1921–1925 წწ.), თბ., 1958; ქართული ისტორიოგრაფიის საკითხები, თბ., 1962; ვ. ი. ლენინი და ისტორიული მეცნიერება, თბ., 1965; ქართველი ხალხის ეროვნული კონსოლიდაციის ეტაპები, თბ., 1966; პირველი სახალხო რევოლუცია საქართველოში, თბ., 1975; ისტორიოგრაფიული ეტიუდები, თბ., 1977.