კაჭარავა ივანე ბესარიონის ძე

ი. კაჭარავა 

კაჭარავა ივანე ბესარიონის ძე [24. VIII (5. IX). 1894, სოფ. საჭილაო, ახლანდ. მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი, – 4. V. 1977, თბილისი], გეოლოგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955; წ.-კორ. – 1944). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1944), პროფესორი (1944), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960). საქართვ. გეოლ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1933–77). 1914–17 სწავლობდა კიევის უნ-ტში. 1924 დაამთავრა თსუ-ის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფაკ-ტი. 1925-იდან მუ­შა­ობ­და ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში. 1969- იდან ხელმძღვანელობდა ამავე ინ-ტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყ-ბას. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-სა და სპი-ში. კ-ს შრომები ძირითადად შეეხება სა­ქართვ. პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას და მათში განამარხებულ ფაუნას. თანაავტორია სა­ქართვ. გეოლ. შე­სა­ხებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა (Геология СССР, т. 10 – Грузинская ССР, ч.1. Геологическое описание, М., 1964; სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია, 1973). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს, «გეოლოგიური ინ-ტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1944, ტ. 2 (7)1; Сопоставление палеогеновых отложений Грузии, Азербайджана и Армении, იქვე, 1957, ტ. 10 (15).

ლიტ.: ივანე კაჭარავა. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე-ბორჯაძე, რედ. ნ. გურგენიძე, თბ., 1990; ჭ ე ­ლ ი ძ ე  გ., აკად. ი. კაჭარავას დაბადების 80 წლისთავის გამო, «მეცნიერება და ტექნიკა», 1974, №11.

გ. ჭელიძე