კაციტაძე ჯუმბერ ბენიას ძე

კაციტაძე ჯუმბერ ბენიას ძე (23. VI. 1940, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 21. VI. 1995, თბილისი), ინჟინერ-მექანიკოსი. სა­ქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1994). ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). 1963 დაამთავრა სა­ქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის (სო­ხუ­მი) მექანიზაციის ფაკ-ტი. იყო ამბროლაურის სას.- სამ. ტექნიკუმის პედადოგი. 1976– 82 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მთ. კონსტრუქტორად. 1982–85 ამბროლაურის რ-ნში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და აგროსამრეწველო გაერთიანებას, ხოლო 1986-იდან იყო კომბინირებული საკვების მრეწველობის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის დირექტორი.

კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 10 გამოგონების ავტორი. დაამუშავა სას.-სამ. ტექნიკის სამთო პირობებში მუშაობის გაუმჯობესების მეცნ. რეკომენდაციები და სუბტროპ. კულტურების კომპლექსური მექანიზაციისათვის საჭირო მანქანების გაანგარიშების საფუძვლები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. სამეცნ. მიღწევათა გამოფენის ორი ვერცხლის მე­და­ლი.

თხზ.: სიმძიმისა და წნევის ცენტრების გადაადგილების გამოკვლევა სამთო პირობებში მომუშავე სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისათვის დამატებითი ბალასტის გამოყენებით, თბ., 1978; ფხვნი­ლოვანი დატვირთვა-განტვირთვის მექანიკურ-ტექნოლოგიური საფუძვლები კომბინირებული საკვების საწარმოებში, თბ., 1991.

თ. არსენაძე