კაციტაძე ჯემალ ბენიას ძე (დ. 26. V. 1937, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-მექანიკოსი. საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1993). ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1989). 1961 დაამთავრა ქუთაისის სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1961–79 მუშაობდა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტში (სოხუმი). იყო ლითონთა ტექნოლ. და მანქანათა რემონტის კათედრის გამგე. 1979–90 საქართვ. აგრარულ უნ-ტში ხელმძღვანელობდა ლითონთა ტექნოლ. კათედრას. 1990–2001 იყო მანქანების საიმედოობის, რემონტისა და მასალათა ტექნოლ. კათედრის გამგე, აგრარული უნ-ტის პრორექტორი სამეცნ. ნაწილში (2013–14). ეწევა სამეცნ.-პედ. საქმიანობას.
კ-ის შრომები ეხება სას.-სამ. ტექ. საიმედოობის გაანგარიშებისა და გაზრდის თეორ. საფუძვლების დამუშავებას, ინოვაციური რესურსდამზოგი ტექნოლ. ხერხების შექმნას გაცვეთილი დეტალების აღდგენისათვის ავტომატური გალვანური (ასევე მდნობის თანაობისას) დადუღების მეთოდებით, აგრეთვე მათ. საფუძვლებს მანქანების საიმედოობისა და აღდგენის რეჟიმების ოპტიმიზაციისათვის (განზომილებათა და მსგავსობის თეორიისა და ალბათურ-სტატისტ. მოდელირების გამოყენებით). მის მიერ ნაპოვნია მსგავსობის კრიტერიუმები და აგებულია ადეკვატური მათ. მოდელები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998) და სომხეთის ეროვნ. აგრარული უნ-ტის ოქროს მედალი (2015). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტები გამოგონებებზე.
თხზ.: მანქანების საიმედოობა და რემონტი (სახელმძღვანელო), თბ., 1989; მანქანების ტექნიკური სერვისი (სახელმძღვანელო), თბ., 2008; რუსულ-ქართული აგროსაინჟინრო ტერმინოლოგიური და განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 2015; გაცვეთილი დეტალების აღდგენის თანამედროვე ინოვაციური რესურსდამზოგი ტექნოლოგიები, თბ., 2017.
თ. არსენაძე