კაციტაძე ზურაბ ირაკლის ძე

კაციტაძე ზურაბ ირაკლის ძე (დ. 28. VIII. 1927, თბილისი), ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974). სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1990). 1949 დაამთავრა თსსი. 1949–51 მუ­შა­ობ­და ქ. რუსთავში პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; 1954–56 – მოსკოვში, 1956–61 კი თბილისში იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. 1961-იდან თსსი-ის ადამიანის ანატომიის კათედრაზეა, სადაც 1971 აირჩიეს კა­თე­დრის პროფესორად, 1974–90 – კა­თე­დრის გამგედ. კ. იკვლევდა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ბიომექანიზმებს, ანთროპოლოგიის, ასაკობრივი ანატომიისა და ექსპერ. მედ. საკითხებს. კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 6 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელოა.

თხზ.: ადამიანის ანატომია, ნაწ. 1–4, თბ., 1988–91; Эволюция вертикальной ходьбы, Тб., 1968; Лимфатическое русло женских половых органов, Тб., 1990 (თანაავტ.: М. Абесадзе, А. Борисов).