კაციტაძე ვასილ თადეოზის ძე [1(14). I. 1905, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 19. V. 1989, თბილისი], ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1951), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1932 დაამთავრა თსსი. 1939-იდან იყო სტომატოლოგიური ინ-ტის, შემდეგ კი თსსი-ის ჰიგიენის კათედრის გამგე, 1948–72 – ამავე ინ-ტის სანიტ.-ჰიგიენური ფაკ-ტის დეკანი. კ. იკვლევდა კვების, შრომისა და კომუნალური ჰიგიენის საკითხებს. ქართ. ენაზე შეადგინა ჰიგიენის პირველი სახელმძღვანელოები: "ზოგადი ჰიგიენა" (1942), „სამხედრო ჰიგიენა" (1950), „კვების ჰიგიენა" (1957) და „რადიაციული ჰიგიენა" (1968). კ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.