გულისაშვილი არჩილ ალექსის ძე

გულისაშვილი არჩილ ალექსის ძე [1(13). IV. 1888, საგარეჯო, – 30. XII. 1971, თბილისი], მეტალურგი. პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა პეტერბ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი (1916). მუშაობდა ურალის მეტალ. ქ-ნაში. 1921 დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო სპეციალისტ-კონსულტანტად სახ. მეურნ. უმაღლეს საბჭოში, პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. მონაწილეობდა თსუ-იდან პოლიტექ. ფაკ-ტის გამოყოფასა და პოლიტექ. ინ-ტის დაარსებაში (1928). იყო მეტალ. ფაკ-ტის დეკანი და კათედრის გამგე, ხოლო 1948–53 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნ. ნაწილში. ავტორია მეტალურგიის, მხაზველობითი გეომეტრიისა და მანქანათა ნაწილების სახელმძღვანელოებისა. 1930-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მხაზველობითი გეომეტრია ტფ., 1927 (ახ. გამოც. – 1962); მეტალურგია, I, ტფ., 1928; მანქანათა ნაწილები, ნაწ. 1–2, თბ., 1937–41.