კასრაძე მინდია გურამის ძე (დ. 8. X. 1962, თბილისი), ტრავმატოლოგ-ორთოპედი. ბიომედიცინის მეცნ. დოქტორი (2002, ლიტვა). 1986 დაამთავრა თსსი. 1987–91 მუშაობდა ბათუმის ბავშვთა პოლიკლინიკასა და ბათუმის რესპ. ბავშვთა საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედად; 1992–93 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროსა და თბილ. სამამულო ომის ვეტერანთა ჰოსპიტალში.
კ. 1993-იდან ლიტვაში კლაიპედას ბავშვთა საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედია, 2004-იდან – კლაიპედას უნ-ტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკ-ტის დოცენტი, 2015-იდან – პროფესორი. არის დ. ტვილდიანის სახ. თბილისის სამედიცინო უნ-ტის საპატიო პროფესორი (2013).
კ. 1989–91 იყო აჭარის არ-ის ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა და სპეციალისტთა სამეცნ. საბჭოს თავ-რე; 2010–15 – საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „Innovative Medicine and Biology" (კანადა) ლიტვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 4 მონოგრაფია, 2 ლექსიკონი და 1 სამეცნ.- მეთოდური სახელმძღვანელოა.
თხზ.: ეპონიმები ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში, თბ., 1999; ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში, თბ., 2000; მოლეკულური და უჯრედული ონკოლოგია, თბ., 2012 (თანაავტ.: ა. თავართქილაძე, დ. კასრაძე); „Ad Augusta per Angusta“ (ოსტეოკალცინი, პანკრეასის β-უჯრედები, მელატონინი), თბ., 2013 (თანაავტ.: დ. კასრაძე, ა. თავართქილაძე); ქვეყნის შხამი (მოზარდ ორგანიზმზე ზოგიერთი მავნე გავლენის პათოლოგიური საფუძვლები), თბ., 2014 (თანაავტ.); Traumatologijos ir Ortopedijos Eponimal: simptoma, ir sindromai, Klajpéda, 2015 (თანაავტ. David Kasradze); Kliniké Desmurgija, Klajpéda, 2007 (თანაავტ. Dinara Kasradze).