კასრაძე იური სერგოს ძე

კასრაძე იური სერგოს ძე (25. I. 1911, სოფ. ალი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – IX. 1991, თბილისი), არქიტექტორი. სა­ქართვ. დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინ-ტი (1936) არქიტექტურის განხრით. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუ­შა­ობ­და არქიტექტორად თბილსაბჭოში (1935–38), ხოლო 1938–39 – საპროექტო ინ-ტ „თბილქალაქპროექტში". მო­ნაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1939–45). 1944–91 მუ­შა­ობდა „თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად, მთ. სპეციალისტად. ნამუშევრები: კულტურის სახლი ამბროლაურსა (1946) და ონში (1947), იპოდრომი ზუგდიდში (1950), ადმ. შენობა აბაშაში (1951); საცხოვრებელი სახლები პ. მელიქიშვილის (1950), ჩელუსკინელების (ამჟამად – თამარ მეფის გამზირი, არქიტ. ა. თევზაძესთან ერთად, 1953), ჭავჭავაძის (1956) ქუჩებზე, იპოდრომი (1945), „საქმთავარენერგოს" ადმ. შენობა რუსის ქუჩაზე (ამჟამად – ი. ვეკუას ქუჩა, 1956), ფიზიკური კულტურის სა­ხელმწ. ინ-ტი (1957), სპორტის სასახლე (არქიტ. ვ. ალექსი-მესხი­შვილთან ერთად, კონსტრუქტორი დ. ­ქაჯაია, 1961), სასტუმრო აერო­პორ­ტის ტერიტორიაზე (1965; ყვე­ლა თბილისში); ­სასტუმ­რო „კა­ხეთი" თელავში (1977; ­არქიტ. ი. ტარასაშვილთან და ა. ხე­ჩუაშვილთან ერთად).

თ. გერსამია