კასრაძე დინარა გურამის ასული (დ. 27. XII. 1954, მოსკოვი), პათოლოგანატომი. კლინიკური პათოლოგიის სპეციალისტი, მედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). საქართვ. სამხედროსამედ. აკადემიის (2005) და საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის წევრი (2017).
1977 დაამთავრა თსსი. 1980-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, 1999–2006 - პროფესორი. ამასთან ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიას. იყო კლინიკა „ენმედიცის" იმუნოციტოქიმიის ლაბორატორიის დამაარსებელი და გამგე (1999–2000); თსსუ-ის კლინიკური ჩვევების ცენტრის დირექტორი (2004–06); ამავე უნ-ტის კლინიკური და ექსპერ. მედიცინის ინ-ტის მორფოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი (2008–09), მთ. სპეციალისტი (2009–10). 2009–12 – წმ. ლუკა მახარებლის სახ. ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის განყ-ბის გამგე.
კ. 2007-იდან არის დ. ტვილდიანის სახ. თსუ-ის ადამიანის პათოლოგიისა და მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2007–10 – გრ. რობაქიძის სახ. თბილისის უნ-ტის სრული პროფესორი; სხვადასხვა სამედ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი; 2017-იდან – თბილ. პერსონალიზებული მედიცინის ინ-ტის ლუი პასტერის სახ. ლაბორ. კლინ. პათოლოგიის მთ. მკვლევარი; მრავალი დარგობრივი სამეცნ. საბჭოს, სამეცნ. ჟურნალების რედკოლეგიისა და სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წევრი.
კ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 8 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელოა. მისი სამეცნ. კვლევების ძირითადი სფეროა მელატონინის ეფექტების შესწავლა, აგრეთვე ონკოლოგიური, გერონტოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებები.
თხზ.: ცხიმოვანი ტვირთი, თბ., 2005 (თანაავტ. კ. ქუნთელია); შინაგანი სნეულებანი, ტ. 1–2, თბ., 2008–09 (თანავტ. ნ. ემუხვარი); `Ad augusta per angusta (ოსტეოკალცინი, პანკრეასის ბ-უჯრედები, მელატონინი), თბ., 2013 (თანაავტ.: ა. თავართქილაძე, მ. კასრაძე); ქვეყნის შხამი (მოზარდ ორგანიზმზე ზოგიერთი მავნე გავლენის პათოლოგიური საფუძვლები), თბ., 2014 (თანაავტ.: თ. ხვედელიანი, მ. კასრაძე); Kliniké Desmurgija, Klajpéda, 2007 (თანაავტ. M. Kasradze).