კარტოზია ბორის არნოლდის ძე (დ. 23.II.1940, მოსკოვი), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1980), რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1993). დაამთავრა მოსკ. სამთო ინ-ტი (1963). 1987–96 იყო მოსკ. სახელმწ. სამთო უნ-ტის პრორექტორი. 1996-იდან ამავე უნ-ტში ხელმძღვანელობდა მიწისქვეშა ნაგებობათა და შახტების მშენებლობის კათედრას. კ-ის სამეცნ. შრომები დაკავშირებულია მიწისქვეშა წიაღისეული სივრცის ათვისების პრობლემების გადაწყვეტასთან. მან დაადგინა ქანის მასივებზე სხვადასხვა სამთო სამშ. ტექნოლოგიების გავლენის ზოგადი კანონზომიერებები; დაამუშავა რთულ სამთოგეოლ. პირობებში სამთო გვირაბების მშენებლობის მეთოდები; შეიმუშავა ხელოვნურად გაყინული ქანებით აგებული მზიდუნარიანი კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდები და ქალაქის მიწისქვეშა ნაგებობათა ეკოლოგიურად უსაფრთხო დაპროექტების კონცეფცია. თანამედროვე სამშ. გეოტექნოლოგიების მეთოდოლ. საფუძვლების დამუშავებისათვის 1989 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს ა. სკოჩინსკის სახ. პრემია (1996).
თხზ.: Механика горных пород, М., 1975; Механика подземных массивов, М., 1984; Стрოительство горных выработок в сложных горно-механических условиях, М., 1992; Строительная геотехнология, М., 1998.