კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე

კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855–1936), მუსიკოსი, მგალობელი, დეკანოზი, მწერალი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვა­წე. საქართვ. ეკლესიის წმინდანი. სწავლობდა გორის სას. სემი­ნარიაში. ავტორია წიგნებისა „ქარ­თული საერო და სასულიერო კილოები. ისტორიული მიმოხილვა" (1898) და „გამოჩენილი მგალობელნი და მწერალ მწიგნობარნი", სადაც განხილულია მიქაელ მოდრეკილის „იადგარი" და გამოთქმულია საყურადღებო შეხედულება საგალობლებში ჩართულ სამუსიკო ნიშნებზე. იგი ­თვლის, რომ ქართ. საეკლ. მუსიკა წარმართული ჰანგებიდან მომდინარეობს. ქართ. საგალობლები პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან ჩაიწერა და ერთ კრებულად გამოსცა კომპოზიტორმა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა. იგივე მასალა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის დაამუშავა და კრებულის სახით გამოსცა ზ. ფალიაშვილმა (1910). აღსანიშნავია კ-ის საგამომცემლო მოღვაწეობა. მან მოამზადა და გამოსცა ძვ. ქარ­თული ლიტერატურის ძეგლები – «„ვეფხისტყაოსნის" დამატებანი» („ივერია", 1880, №3), ანტონ პირველის „მზამეტყველება" (1892), იოანე საბანისძის „წმიდა მოწამე აბო თბილელი" (1899), „წმიდა ნინოს ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია, რ-იც არსენ ბერს მიეწერება (XI–XII სს.), „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" (ორივე – 1902), „ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინეპოლისა" (1903), „იონა ხელა­შვილის ოქროს წყარო" (1905) და სხვ.

ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე  ს., ძმები კარბელაშვილები, «მუსიკა», 2012, №4.

გ. ჩხიკვაძე

ს. ცაი­შვი­ლი