კარბელაშვილი ლუარსაბ ანდრიას ძე

კარბელაშვილი ლუარსაბ ანდრიას ძე [5 (17). II. 1896, სოფ. მუხრანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, – 5. XI. 1973, თბილისი], სტატისტიკოსი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1954), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1923 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. იმავე წელს იქვე დაიწყო მეცნ.-პედ. მოღვაწეობა. 1923–38 ­მუ­შა­ობ­და რესპ. სახელმწ. სტატისტ. და საგეგმო ორგანოებში. წლების განმავლობაში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ეკონ. გეოგრაფიის განყ-ბას და თსუ-ის ეკონ. გეოგრაფიის კა­თედ­რას.

კ. ავტორია მრავალი შრომის, რ-თა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაწილი სტატისტ., დემოგრაფიის, ეკონ. გეოგრაფიისა და სა­ქართვ. ეკონ. პრობლემებისადმია მიძღვ­ნი­ლი. დიდი მუშაობა გასწია ეკონ. ტერმინოლოგიის დასამუშა­ვებლად, 1958 გამოიცა კ-ის „სა­აღრიცხვოსტა­ტისტიკური ტერმი­ნოლოგია" (რუ­სულ-ქართუ­ლი და ქარ­თულ-რუსული), ­შეადგინა და გამოსცა პირველი სა­ხელ­მძღვანელოები საშუალო („სა­ქარ­თვე­ლოს სსრ ეკონომიკური გეოგრაფია"; 1961–77, ქართ., რუს., სომხ., აზერბ. ენებზე) და უმაღლესი სკოლებისათვის („სა­ქარ­თვე­ლოს ეკონომიკური გეოგრაფია"; 1973), შექმნა სა­ქართვ. ეკონ. დარაიონების ბადე.

კ-მა საინტერესო მუშაობა გასწია ინდოეთში ქარ­თველ­თა ნაკვალევის ძიების მიმართულებით. ამ საკითხს ეხება მისი ნაშრომები: „ქარ­თველ­თა ნაკვალევი ინდოეთში" და „შუა საუკუნეების შესანიშნავი ქართველი მოგზაური".