გულისპირი

გულისპირი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი
ქართული კაბა გულისპირით

გულისპირი, ეროვნული კოსტიუმის – ქართული კაბის საგულე. იკეთებდნენ გულამოჭრილი ზედატანის ქვეშ ისე, რომ ნაქარგი კარგად გამოჩენილიყო. გ-ს საკისრე ოდნავ ამოღებული ჰქონდა და უკან ზონრებით ან ღილებით იკვრებოდა. გ. ქართ. კაბის აუცილებელი კომპონენტი იყო სალტიან, ტოტებდაშვებულ სარტყელსა და ყურთმაჯებთან ერთად. მაღალი წოდების ქალის კაბის გ., სარტყელი და ყურთმაჯები ოქრომკედითა და ძვირფასი თვალმარგალიტით იყო შემკული. ნაქარგობის ძირითად მოტივად იყენებდნენ მცენარეულ ორნამენტს – ვაზის მტევანს, მინდვრის 201 ყვავილს და სხვ. გლეხის ქალის კაბის სარტყელ-გ. უმთავრესად დაჩითული ქსოვილისაგან მზადდებოდა. გ-ის შემკულობას მამაკაცის ჩაცმულობაშიც დიდი ყურადღება ექცეოდა. საქართვ. ბევრ რ-ნში ბამბის ქსოვილის პერანგს გულზე, ჩვეულებრივ, წითელი აბრეშუმის ოთხკუთხა ქსოვილი ჰქონდა დაკერებული, რ-იც ფერადი ძაფით იყო ნაქარგი და ყაითნით გაწყობილი. აღსანიშნავია ხევსური ქალის სადიაცოს ფარაგი და მამაკაცის ზედა სამოსელი – პერანგი, რ-ის მდიდრული ორნამენტებითა და უმთავრესად ჯვრის გამოსახულებებით ნაქარგი გ. თითქოს ბოროტი ძალებისაგან იცავდა ადამიანს.

ც. ბეზარაშვილი