კაპანაძე ვახტანგ მიხეილის ძე

კაპანაძე ვახტანგ მიხეილის ძე (დ. 17. VIII. 1960, ოზურგეთი), გენერალ-მაიორი (2013). სა­ქართვე­ლოს შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის უფროსი (2013–16). სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2014). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეო­ლოგიის ფაკ-ტი (1983); ჯ. მარშალის სახ. სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმა­რებისა და უსაფრთხოების კო­ლეჯი (გერმანია, 1997); თავდაცვის ნაციონალური აკადემიის ოპე­რატიულ-ტაქტიკური ფაკ-ტი ოქ­როს მედლით (უკრაინა, 1999); სახმელეთო ძალების ომის წარმო­ების კოლეჯი (აშშ, 2003). იყო ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი (1991–92), სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური (1992), სა­ქართვ. გენ. შტაბის საჯარისო დაზვერვის სამმართველოს განყ-ბის უფროსი (1993–95), სა­ქართვ. შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური (1999–2001), სა­ქართვ. გენ. შტაბის ჟ–2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი (2001–02), სა­ქართვ. გენ. შტაბის სახმელეთო ძალების (სწრაფი რეაგირების ძალების) შტაბის უფროსი (2003–04), სა­ქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის უფროსი (2004–05), სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის სამხ. მრჩეველი (2005–06), აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი (2006), სა­ქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2007), სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი პოლონეთის რესპუბლიკაში (2007–08), სა­ქართვ. საგარეო დაზვერვის სპეც. სამსახურის უფროსის მო­ად­გი­ლე (2008–12).

კ. დაჯილდოებულია ღირსებისა (1992) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2000) ორდენებით, აშშ-ის ეროვნული გვარდიის საპატიო მედლით. არის აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის „ღირსების დარბაზის" საპატიო წევრი. სპორტის ოსტატი (1981, რაგბი).