კაპანაძე პეტრე სოლომონის ძე [1(13). VI. 1877, სოფ. წაღვლი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 1949, ხაშური], პედაგოგი, რევ. მოძრაობის მონაწილე. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1934). დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1901). აქტ. მონაწილეობას იღებდა არალეგალური მარქსისტული წრის მუშაობაში. ეწეოდა არალეგალურ აგიტაციას მოსწავლე ახალგაზრდობასა და ჯარისკაცთა შორის. 1901-იდან მუშაობდა ხაშურში მასწავლებლად, სკოლის დირექტორად. კ-ს ეკუთვნის მოგონებათა წიგნი „ბავშვობა და ყრმობა" (1945), რ-იც ი. სტალინის რევ. მოღვაწეობის დასაწყისს ეხება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.