კანონი

კანონი (სამართ.), სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივი მნიშვ­ნელობის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს სახელმწიფო იძულების წესის გამოყენების შესაძლებლობას.

სივრცეში მოქმედების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში განასხვავებენ სა­ქართვ. კანონებს, აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს. სა­ქართვ. კ. მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ კ-ით სხვა რამ არ არის დადგენილი; ავტონ. რესპ. კ. მოქმედებს ავტონ. რესპ. ტერიტორიაზე.

იურიდიული ძალის ­მიხედვით მიღებულია სა­ქართვ. კ-თა შემდეგი იერარქია: სა­ქარ­თვე­ლოს კონსტიტუცია, სა­ქარ­თვე­ლოს კონს­ტიტუციური კანონი, საქარ­თვე­ლოს ორგანული კანონი, ­სა­ქარ­თვე­ლოს კანონი (ე.წ. ჩვეულებრივი კანონი).

კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა ­სა­მართ. აქტი უნდა შეესაბამე­ბოდეს კონსტიტუციას. კონსტიტუციური კ. ორი სახისაა: კონსტი­ტუციური კ. კონსტიტუციის გადასინჯვის შესა­ხებ და კონსტიტუციური კ. სა­ქართვ. სახელმ­წი­ფოებრივი ტერიტ. მოწყო­ბის შე­სა­ხებ. კონსტიტუციურ კ-ს იგი­ვე იურიდ. ძალა გააჩნია, რაც კონსტი­ტუციას.

სა­ქარ­თვე­ლოს ორგანული კ-ით მოწესრიგებულია საკითხები სახელმწ. სიმბოლოების, არჩევნების, რეფერენდუმის, პარლამენტის წევრის სტატუსის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იმპიჩმენტის, მოქალაქეობის, ად­გილ. თვითმმართველობის, საერთო სასა­მართლოებისა და სხვათა შე­სა­ხებ. მათი მიღება და მიღების განსხვავებული წესი პირდაპირ არის გათვალისწინებული სა­ქართვ. კონსტიტუციით.

კ. (ჩვეულებრივი კ.) აგვარებს საზ. ურთიერთობათა ცალკეულ სფეროებს.

სა­ქარ­თვე­ლოს კ-თა მიღების (გა­მოცემის) უფლება მხო­ლოდ სა­ქართვ. პარლამენტის პრეროგატივაა; ავტონ. რესპ-ში კ-ს იღებს შესაბამისი ავტონ. რესპ. უმაღლესი საბჭო. იგი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართ. ენაზე, ხოლო აფხაზეთის არ-ში – აგრეთვე აფხ. ენაზე. კ. შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენა­ზეც, მაგრამ ასეთ ტექსტს არ ექნება ოფიც. იურიდ. ძალა. სა­ქართვ. კონსტიტუციისა და „ნორ­მატიული აქტების შე­სახებ" სა­ქართვ. კ-ის თანახმად, კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონპროექტების ინი­ციატივის უფლება აქვთ სა­ქართვ. პარლამენ­ტის წევრთა სრული შემადგენლო­ბის უმრავლესობას და 200 000 ამომრჩეველს, ხოლო ე.წ. ჩვეულებრივი კანონპროექტების – სა­ქართვ. მთავრობას, პარლა­მენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფ­ხაზეთისა და აჭარის არ-ების უმაღლეს წარმომადგენლობით ორ­განოებს, აგრეთვე არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქმედებს კ-თა უზენაესობისა და დაცვის უზრუნველმყოფი სპეციალიზებული ინ-ტები და პროცედურები – საკონსტიტუციო სასამართლო, რ-იც ადგენს კონს­ტიტუციასთან სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისობას, და საერთო იურისდიქციის სასამართლოები, რ-ებიც ადგენენ სამართლებრივი აქტების კ-თან შე­საბამისობას.

ა. დემეტრა­შვი­ლი