კანკავა მიხეილ ბართლომეს ძე (29. V. 1900, სოფ. ხორში, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 29. IV. 1977, თბილისი), ენათმეცნიერი, რუსისტი, ლექსიკოგრაფი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1953), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1924 დაამთავრა თსუ. მუშაობა დაიწყო მასწავლებლად (1920–35). კითხულობდა ლექციებს თსუ-ში (1940– 44), ზუგდიდის სამასწავლებლო ინ-ტში (1940–44), იყო გორის პედ. ინ-ტის რუს. ენის კათედრის გამგე (1944–52), თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის პრორექტორი (1958–70), განათლების სამინისტროს ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნიერებათა ინ-ტის რუს. ენისა და ლიტ-რის მეთოდიკის სექტორის გამგე (1956–60). კ-მ წვლილი შეიტანა ქართ. სკოლებში რუს. ენის სწავლების გაუმჯობესებაში, შეადგინა სახელმძღვანელოები საშ. და უმაღლესი ქართ. სასწავლებლებისათვის, მოკლე ქართ.-რუს. და რუს.-ქართ. ლექსიკონები (1965–77) და სხვ. აღზარდა მრავალი ახალგაზრდა მეცნიერ-რუსისტი და მეთოდისტი.
თხზ.: თ. ი. ბუსლაევის მეთოდიკური მემკვიდრეობა, თბ., 1961; В. И. Даль как лексикограф, Тб., 1958.
ლიტ.: მ ა ჭ ა რ ა შ ვ ი ლ ი კ., მოქალაქე, მეცნიერი, პედაგოგი, თბ., 1976.
კ. მაჭარაშვილი