კანკავა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე

კანკავა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე (8. I. 1916, სოფ. სერგიეთი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 1942), საბჭოთა კავშირის გმირი (13. XII. 1942, სიკვდილის შემდეგ). 1941 დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი. II მსოფლიო ომში (1939–45) ჩაება 1942 აგვისტოდან. იბრძოდა ჩრდ. კავ­კასიაში, იყო 392-ე მსროლელი დივიზიის 673-ე ცალკე მესანგრეთა ბატალიონის სამხ. კომისარი. 9 სექტ. ნოვოპოკროვსკის ხუტორთან (ყაბარდო-ბალყ. რესპ.) ბრძოლისას გაათავისუფლა დასახლებული პუნქტი, მოიგერია მტრის რამდე­ნიმე კონტრშეტევა. დაიღუპა ალყის გარღვევის დროს. დაკრძალულია ქ. მაისკის (ყაბარდობალყ. რესპ.) ძმათა სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლიტ.: Ц к и т и ш в и л и  К. В., Ч и н ч и л а к а ш в и л и  Т. Г., Герои Советского Союза из Грузии, Тб., 1981.