კამკამიძე გიორგი კონსტანტინეს ძე

კამკამიძე გიორგი კონსტანტინეს ძე (დ. 31. VII. 1968, თბილისი), იმუნოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2005), თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ქარ­თულ-ამერიკული უნ-ტის სრული პროფესორი (2017), ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2015).

1991 დაამთავრა თსსი. 1994–97 იყო ბავშვთა რეაბილიტაციის რესპ. ცენტრის პოლიკლინიკის ალერგოლოგი; 1997–2001 – შიდსის და კლინ. იმუნოლოგიის რესპ. ცენტრის განყ-ბის გამგე. 1998–2000 პოსტდოქტორანტურა გაიარა მოლეკულურ ვირუსოლოგიაში (აშშ; ქ. ოლბანის ვოდსვორსის ლაბორატორია და სამეცნ.-კვლ. ცენტრი), 2000–01 – უჯრედულ იმუნოლოგიაში (პარიზი, პიტიე სალპეტრიეს ჰოსპიტალი), 2006– 09 – მაგისტრატურის კურსი ბიოსტატისტიკის განხრით (ნიუ-იორკის სა­ხელმწ. უნ-ტი). 2008–10 იყო სამედ. ცენტრ „ნეოკლინიკის" დირექტორი; 2012–13 – რ. ლუგარის საზ. ჯანმრთელობის სამეცნ.-კვლ. ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2008–10 – თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი; 2010-იდან – კლინიკა „ნეოლაბის" დირექტორი.

კ-ის სამეცნ. ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბრონქოსპაზმის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდი, შიდსის იმუნოპათოგენეზი და სხვ.

კ. არის სა­ქართვ. და საერთაშ. ასოციაციებისა და საზ-ბების წევრი, მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: აივ ინფექცია, თბ., 2002 (თანაავტ.); ინფექციათა გადაცემა დედიდან ბავშვზე, თბ., 2003 (თანაავტ.).