ვურაკი ანდრეი თედორეს ძე (13. XII. 1922, სოხუმი, – 10. XII. 2008, მოსკოვი), საბჭოთა არტილერიის გენერალ-მაიორი (1966), სამხ. მეცნ. კანდიდატი (1981). ეროვნებით ბერძენი. ცხოვრობდა და საშ. განათლება მიიღო ბათუმში. დაამთავრა სევასტოპოლის სამხ.-საზენიტო საარტ. სასწავლებელი, ლენინგრადის სამხ. საარტ. აკადემია (1958). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა უკრ. I ფრონტზე, მონაწილეობდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის სამხ. ოპერაციებსა და ბერლინის აღებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ლ. დოლიძე