კალმახი, ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, ტაოში (ამჟამად – თურქეთის ტერიტ.). აგებულია VIII ს-ში, XI ს-მდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI ს-ში კ-ის გამგებლებს კალმახის ერისთავები ეწოდებოდათ. IX ს-ში გურგენ კურაპალატის რეზიდენციას წარმოადგენდა. კ-ის ციხეში ბაგრატ IV-ს დატყვევებული კლდეკარის მეამბოხე ერისთავი ლიპარიტი და მისი ძე ივანე ჩააბარეს.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
დ. მუსხელიშვილი