კალანდია ზაურ ვლადიმერის ძე (დ. 23. III. 1949, ზუგდიდი), მწერალი. დაუსწრებლად დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1978). 1976-იდან ცხოვრობს თბილისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა წიგნის სახელმწ. პალატაში „მემატიანის" რედაქტორად, მთარგმნელობით კოლეგიაში – რედაქტორად; ეწეოდა პედ. მოღვაწეობას კულტურისა და ხელოვნების სახელმწ. უნ-ტში; იყო ჟურნ. „ცისკრის" თანამშრომელი, პროზის განყ-ბის გამგე, ხოლო 1992–2011 – მთ. რედაქტორი. 2014-იდან სამხატვრო-სალიტ. ჟურნ. „რიწის" მთ. რედაქტორია. პირველი მოთხრობები 1977 დაბეჭდა ჟურნ. „ნობათში". ავტორია რომანებისა: „ზვარაკი", „ჟამი უდაბნოში", „ძეგლი ყველასათვის"; პროზაული წიგნებისა: „ჩემი ღამის ცა" (1982), „ესკიზები საშემოდგომო განწყობილებისათვის" (1985), „ზარი" (1997), „ვაშლის გემო" (1998), „ესკიზები საშემოდგომო განწყობილებისათვის-2" (2002), „ერთტომეული" (2002). მისი რომანისა („ზვარაკი") და სცენარების („დურუ", „გზა") მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
რომანისათვის „ძეგლი ყველასათვის" 2002 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია; 2010 – ი. ჭავჭავაძის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).