კალანდია რენე ვლადიმერის ძე

კალანდია რენე ვლადიმერის ძე (25. VII. 1944, ზუგდიდი, – 28. III. 2014, იქვე), პოეტი. 1961-იდან ცხოვრობდა ქ. სოხუმში. 1963–67 მსახურობდა სამხ.-საზღვაო ფლოტში. 1968–73 სწავლობდა სო­ხუ­მის მ. გორკის სახ. სა­ხელმწ. პედ. ინ-ტში ფილოლ. ფაკ-ტზე. სხვა­და­სხვა დროს მუშა­ობ­და გაზეთებისა და ალმანახ „რიწის" რედაქციებში. იყო სოხუ­მის ­რადიოს კორესპონდენტორგანიზატორი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1966. პირველი პოეტური კრებული „ხსოვნის ყვავილი" გამოსცა 1971. ავტორია კრებულე­ბისა: „კონცერტი" (1975), ­„გამოფენა" (1977), „სეზონის დახურ­ვა" (1979), „ოთხი სიმის ოთხი სხივი" (1981) და სხვ. კ. თარგმნიდა XX ს. ფრანგი, პოლონელი, ლიტველი პოეტების ნაწარმოებებს. მისი პოეზია თარგმნილია ლიტვურ, უკრაინულ, რუს., სომხ., აფხ. და სხვ. ენებზე. 1998 მიენიჭა გ. შერვაშიძის სახ. სა­ხელმწ. პრემია. კ. დაკრძალულია ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესიის პანთეონში.