კალანდარიშვილი არნოლდ გა­ლაქტიონის ძე

კალანდარიშვილი არნოლდ გა­ლაქტიონის ძე (1. III. 1939, თბილისი, – 6. I. 2012, მოსკოვი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1989). 1962 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1962–93 მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-ტექნიკის ინ=ტში, ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სამეცნ.- კვლ. ლაბორატორიას. 1990-იდან მუ­შა­ობ­და მოსკოვში კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში გენ. დირექტორის მო­ად­გი­ლედ. კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას. 1971–87 შესრულებულ სამუშაოთა ციკლისთვის – „თერმოემისიური გარდამქმნელების მასალათა თვისებების კვლევა" – მიენიჭა (1989; მეცნიერთა ჯგუფთან ერთად) სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია.

თხზ.: Источники рабочего тела для термоэмиссионных преобразователей энергии, М., 1986; Рабочие процессы в термоэмиссионных установках, М., 2001 (თანაავტ.: А. Г. Квасников, В. З. Каибищев); Working Medium Sources of the Thermoionic Power Converters, Ohio, 1993.