კალანდარიშვილი გერასიმე სიმონის ძე

კალანდარიშვილი გერასიმე სიმონის ძე (4. III. 1836, სოფ. იგოითი, ოზურგეთის მაზრა, – 27. I. 1874), საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი. 1862 დაამთავრა კიევის სას. აკადემია, დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მუშაობა ქუთ. სას. სასწავლე­ბელში ზედამხედველად. დიდი ამაგი დასდო ქართ. პედ. აზროვნების განვითარებას. იყო მრავალი პუბლიც. სტატიისა და პოლემიკური წერილის ავტორი. შეადგინა სახელმძღვანელო „რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქარ­თვე­ლე­ბისათვის", რ-მაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

თხზ.: რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქარ­თველ­თათვის, ტფ., 1868.

ზ. შველიძე