კალანდარიშვილი გრიგოლ მათეს ძე

კალანდარიშვილი გრიგოლ მათეს ძე (1905, ბათუმი, – 1966, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1961). ლოგიკის ისტორიისა და თეორიული პრობლემების მკვლევარი; დაამთავრა თსუ (1930). 1938–41 მუ­შა­ობ­და მოსკოვის სამეცნ.-კვლ. და პედ. ინ-ტებში ლექტორად და მეცნიერ თანამშრომლად. 1941–45 ას­წავ­ლი­და გორის პედ. ინ-ტში. 1942–54 მუ­შა­ობ­და თსუ-ში, 1946– 53 – ფილოს. ინ-ტში (უფრ. მეცნიერი თანამშრომელი), სხვა­და­სხვა წლებში – რესპ. სამწლიან პარტ. სკოლასა და კონსერვატორიაში, 1958–60 იყო ვლადივოსტოკის პოლიტექ. ინ-ტის დიალექტიკური და ისტ. მატერიალიზმის კა­თედრის გამგე, 1960–65 – ლოგიკის განყ-ბის ხელმძღვანელი. მოსკოვის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დი­სერ­ტა­ცია თემაზე „დიალექტიკური ლოგიკა აზროვნებაში ობიექტურ წინააღმდეგობათა ასახვის შე­სა­ხებ".

კ. მუ­შა­ობ­და ფილოს. ისტ. და დიალექტ. ლოგიკის საკითხებზე. აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართ. ლოგიკური მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში; მან პირველმა გამოიკვლია ს. დოდა­შვი­ლისა და სხვ. ­ქართვ. მოაზროვნეთა შეხედულებანი ლოგიკის შე­სა­ხებ.

თხზ.: Очерки по истории логики в Грузии. Материалы и опыт исследования, Тб., 1952–57; О соотношении диалектической логики и логики формальной, Тб., 1959; Диалектика в «Основу общего науковедения» И. Г. Фихте, Тб., 1963; Проблема отражения движения в логике понятий, Тб., 1966.

ლიტ.: К о н д а к о в  Н ., Логический словарь, М., 1971.