კალანდარიშვილი ვახტანგ ილიას ძე (1. II. 1924, სენაკი, – 18. X. 1997, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1994). სწავლობდა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტზე (1943–48), მუშაობა დაიწყო იქვე, ფილოს. კათედრაზე (1974–79 – პროფესორი); 1979–93 იყო საქართვ. აგრარულ უნ-ტში ფილოს. კათედრის გამგე, 1993-იდან – საქართვ. გაერთ. სამხ. აკადემიის ფილოს. და ეკონ. თეორიის საფუძვლების კათედრის გამგე. კ-ის შრომები ეხება ფილოს. და სოციოლოგიის პრობლემებს, საზოგადოებრივი პროგრესის სოციალურ-ფილოს. საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 6 მონოგრაფია; იყო სახელმძღვანელოების, სამეცნ. კრებულებისა და მონოგრაფიების რედაქტორი და თანაავტორი. მონაწილეობდა საქართვ. ფილოს. საზ-ბის, სოციოლოგიური ასოციაციისა და ი. ჭავჭავაძის სახ. საერთაშ. სამეცნ.-საგანმან. საზ-ბა „ცოდნის" ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში. 1986-იდან იყო სენაკის აკადემიის პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით. სენაკის საპატიო მოქალაქე.
ი. კალანდარიშვილი