კალანდარიშვილი ფელიქს აგულის ძე

კალანდარიშვილი ფელიქს აგულის ძე (დ. 26. XI. 1947, თბილისი), ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ (1971). სამეცნ. კვლევა დაიწყო მოსკოვის კოლცოვის სახ. ბიოლ. განვითარების ინ-ტის ბიოქიმ. განყ-ბაში აკად. ი. ზბარსკის ­ხელმძღვანელობით (1972–75). 1975-იდან იყო ი. ბერი­ტა­შვი­ლის სახ. ფიზიოლ. ინ-ტის ნეიროქიმ. ლა­ბო­რა­ტო­რიის თანამშრომელი, ქცევის გენეტიკის მიმართულების ჩამომყალიბებელი და ლაბორატორიის გამგე (2000–06), დირექტორის მო­ად­გილე (1986–91; 2000–05). გაიარა დოქტორანტურა უეიკ-ფორესტის უნ-ტში (ჩრდ. კაროლინა, აშშ, 1992–93), ორგანიზატორი ფორუმისა „კულტურათა დიალოგი" (UNESCO). აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობების ცენტრის გენ. დირექტორი (1996– 2002), 2005-იდან – სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტის თა­ნაშემ­წე, მო­ად­გი­ლე (2007–13); ადმ. აპარატის უფროსი (2013-იდან).

კ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ქცევის გენეტიკური და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები სტრესის პირობებში; დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია, უჯრედის ბირთვის ბიოქიმია. კ-მ დაადგინა ვირთაგვას ღვიძლის დაბერებულ უჯრედებში დნმ-ის ­რაოდენობის, რეპლიკაციისა და რეპარაციის სი­ჩქარეების შემცირება; გამოიყვა­ნა ვირთაგვების ხაზი, რ-თაც გააჩნდათ გენეტიკურად დეტერმი­ნირებული ქცევის აშლილობა ინფორმაციული სტრესის პირობებ­ში; აღმოაჩინა, რომ ვირთაგვას ღვიძლის უჯრედის ბირთვის ენერგეტიკული უზრუნველყოფა ხორ­ციელდება ატფ-ით ­წარ­მო­ქმნილ ამფ-ის და მაკროერგული ფოსფატებისგან. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003).