კაკუშაძე ტერენტი ისიდორეს ძე

კაკუშაძე ტერენტი ისიდორეს ძე [5(18). III. 1901, ქუთაისი, – 1. V. 1979, თბილისი], ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ (1924). 1937-იდან იყო ა. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტის (ამჟამად ილიას უნ-ტი) სწავლული მდივანი, 1946–78 – ამავე ინ-ტის ფიზ. კა­თე­დრის გამგე. კ-ის შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და რენტგენის სპექტრების თეორიას. განავითარა რენტგენის სპექტრებში ჯგუფური გადასვლის თეორია და ახლებურად ახსნა სატელიტების წარმოქმნა.