კაპანაძე ზურაბ რაჟდენის ძე

ზ. კ ა პ ა ნ ა ძ ე. „რას გა­დაურჩა ­თბილისი" (ი. აბაშიძის ნაწარმოების მიხედვით). 1963.

კაპანაძე ზურაბ რაჟდენის ძე (15. XI. 1925, თბილისი, – 20. X. 1989, იქვე), მხა­ტვა­რი-გრაფიკოსი. სა­ქართვ. დამს. მხა­ტვა­რი (1967). დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემია (1953). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (იყო გამოყენებითი გრაფიკის კა­თედრის პროფესორი). სამხატვ­რო გამოფენებში მონაწილეობდა 1953-იდან. ძირითადად ­მუ­შა­ობ­და წიგნის გაფორმების დარგში. მხატვრის მიერ შექმნილი გრაფ. სახეები გამოირჩევა მონუმენტურობით. ძირითადი ნამუშევრებია ილუსტრაციები წიგნებისათვის: დ. დემირჭიანის „ვარდანან­ქი" (ისტ. რომანი ორ წიგნად, 1962); ი. აბაშიძის „რას გადაურჩა თბილისი" (1963, II ხარისხის დიპლომი, რუსული წიგნის 400 წლისადმი მიძღვნილ კონ­კურსზე); მუს. სახელმძღვანე­ლოები I და II კლასებისათვის (1964, ბრინჯაოს მე­და­ლი სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამო­ფენაზე); „ვეფ­ხისტყაოსანი" (1966, II ხარისხის დიპლომი საკავშ. კონკურსზე); მინიატიურული „ვეფ­ხისტყაოსა­ნი" (1967, ოქროს მე­და­ლი, იქვე); „ქარ­თული ხელნაწერები" (1970, ი. ­ფეოდოროვის სახ. დიპლომი); ისიკავა ტაკიბოკუს მინიატიურული გამოცემის ილუსტრაციები (ასი ტანკა, 1970) და სხვ. მის მიერ შექმნილია მეფე ფარნავაზის წარმოსახვითი პორტრეტი. კ., გარდა გრაფიკისა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა მონუმ. მოზაიკის დარგშიც (გააფორმა კაფე „ფანტაზია" ე. წ. "რვაფეხა" ბათუმში, ავტორთა ჯგუფთან ერთად).