კაპანაძე სიმონ დავითის ძე (27. V. 1938, ქ. ფოთი, – 28. VIII. 2015, თბილისი), კარდიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1994), საქართვ. სახელმწ. პრემიების ლაურეატი (1981, 2004); საქართვ. სამედ. და სოციალურ მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1998). საქართვ. დამს. ექიმი (1988).
1962 დაამთავრა თსსი; 1962–64 იყო სოფ. ღორეშას საუბნო საავადმყოფოს გამგე. 1968–94 მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კარდიოლოგიის განყ-ბაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1994– 2010 იყო აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2010–11 – სამედ. ხარისხის მართვის დირექტორი, 1975–95 – თბილ. მთ. თერაპევტი.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის, 3 მეთოდური რეკომენდაციის, ერთი გამოგონების და 4 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).