კასპიური შურთხი

კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius, Gmelin, 1784), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგი­სა. გვხვდე­ბა მცირე აზიაში, მცირე კავკასიონზე, აღმოსავლეთით აღწევს ქოპეთ-დაღამდე. ს ა ­ქ ა რ თ ვ ე ­ლ ო ­შ ი  კ. შ. გვხდება გურიააჭა­რისა და თრიალე­თის ქედებზე. მობუდარია. ვერ­ტიკალუ­რად ვრცელდება 3000 მ-მდე. ბუდეს იკეთებს მიწაზე – ქვებში ან კლდეებს შორის. დებს 8–10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენ­კრით, ტუბერებით, აგრეთვე მწე­რებით. შეტანილი სა­ქარ­თვე­ლოს „წითელ ნუსხაში".

ა. ბუხნიკა­შვი­ლი