კავილაძე ოთარ პავლეს ძე

კავილაძე ოთარ პავლეს ძე (27. I. 1919, თბილისი, – 17. X. 1994, იქვე), პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1973), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვა­წე (1983). 1940 დაამთავრა თსსი. 1941 საბჭოთა არმიაში იყო ლეგიონის სანიტ. სამსახურის უფროსი. 1946–50 მუ­შა­ობ­და ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგედ. 1950–67 ­კვლავ საბჭოთა არმიის რიგებშია. 1967– 72 იყო სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მეცნ. და სამედ. სასწავლებლების მთ. სამმართველოს უფროსის მო­ად­გი­ლე, 1972–74 – უფროსი. მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. სა­ხელმწ. კომიტეტის მედ. და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. განყ-ბის (1974–78), შემდეგ – ამავე კომიტეტის სამეცნ.-საორგანიზაციო განყ-ბის უფროსად (1978–93).

კ. იკვლევდა ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, მიღწეული შედეგების სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ ხელი შეუწყო სამხრ. კავკასიის ტერიტ-ზე მთელ რიგ ინფექციურ, მ. შ. პარაზიტულ და ტროპიკულ სნეულებათა ლიკვიდაციას ან მკვეთრ შემცირებას.

თხზ.: ეპიდემიოლოგია (სახელმძღვანელო საშ. სამედ. პერსონალისათვის), თბ., 1981 (თანაავტ. თ. კერესელიძე); К изучению очагов Кавказского клещевого возвратного тифа на территории ЗакВО, «Сборник научных трудов ВМО ЗакВО», Тб., 1960; Организация противоэпидемических мероприятий по холере и чуме в условиях Закавказья, Тб., 1978.