კაენის ციხე, ციხესიმაგრე შუა საუკუნეების საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში, მდ. აღსტევის (აღსტაფა) ზემო წელზე, ძველ ქართულ პროვინცია გარდაბანში (ახლანდ. აზერბ. რესპ.). სომხ. ისტ. წყაროს მიხედვით, აშენებულია X ს. II ნახევარში, სინამდვილეში კი უფრო ძველია. X ს. დასაწყისში გარდაბანი დროებით გავიდა ქართ. სახელმწიფოს გავლენის სფეროდან. XI ს-ში სომეხმა ფეოდალმა გრიგოლ მაგისტროსმა კ. ც. ბიჯნისისა და კაიწონის ციხეებთან ერთად ბიზანტიას გადასცა. საქართველოდან თურქ-სელჩუკების განდევნის შემდეგ ციხეს უკვე საქართვ. სამეფო ხელისუფლება აკონტროლებდა. XIII ს. 30-იან წლებში, საქართველოში მონღოლთა ლაშქრობის დროს, ავაგ ამირსპასალარი ჩაიკეტა კ. ც-ში, რ-იც მალევე მონღოლებს ჩააბარა. ამის შემდეგ კ. ც-მ დაკარგა ძვ. მნიშვნელობა.